ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მიღება პრაქტიკულ კურსზე ქცევის გამოყენებითი ანალიზით მიმდინარე თერაპიაში

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრი აცხადებს მიღებას პრაქტიკულ კურსზე ქცევის გამოყენებითი ანალიზით მიმდინარე თერაპიაში. პრაქტიკული კურსის მიზანია, ყოველდღიური მუშაობის პროცესში გადაამზადოს სპეციალისტები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული თერაპიით სამუშაოდ. პრაქტიკული კურსის ფარგლებში, მონაწილეები სუპერვიზიის ქვეშ დაეუფლებიან ქცევაზე დაკვირვებისა და ქცევის გაზომვის მრავალფეროვან მეთოდებს, ისწავლიან რთული ქცევის მართვის სტრატეგიებსა და ახალი ქცევის გამომუშავების პრინციპებს.

პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთან და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას.

პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (კვირაში 10 საათი).

კურსის დაწყების თარიღი: 6 თებერვალი, 2017 წელი

პრაქტიკულ კურსზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ CV (ავტობიოგრაფია) ელექტრონულ ფოსტაზე: info.cadc@iliauni.edu.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ.: 2 22 00 09 (460)

ბანერები