ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

მასტერკლასების სერია: კვლევა პრაქტიკაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევრები II და III კურსის სტუდენტებს 2016 წლის 6 მაისიდან სთავაზობენ 6-კვირიან მასტერკლასს: „კვლევა პრაქტიკაში“. სტუდენტები შეიძენენ კვლევის განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც უმნიშვნელოვანესია მათი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობისთვის. გარდა ამისა, კვლევითი კომპეტენცია მონაწილეებს დაეხმარება ბიზნესპრობლემების სწორად განსაზღვრა-გაანალიზებისა და გადაჭრის პროცესში. მასტერკლასის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

  • კვლევის არსი და საჭიროება;
  • კვლევის ტიპები;
  • შერჩევის მეთოდები;
  • კვლევის დიზაინი;
  • კითხვარის შედგენა;
  • ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა;
  • მონაცემთა შეგროვება;
  • მონაცემთა კოდირება;
  • პასუხის გარეშე დარჩენილი კითხვარების პრობლემატიკა;
  • მონაცემების დამუშავება;
  • მონაცემთა ანალიზი და ანგარიშის მომზადება

მასტერკლასი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. სტუდენტები შეადგენენ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებულ კითხვარს, შეაგროვებენ და გააანალიზებენ მონაცემებს. აქტიურ მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე 5 სტუდენტი გახდება ილიაუნის ბიზნესის სკოლასთან ასოცირებული უმცროსი მკვლევარი და აქტიურად ჩაერთვება ბიზნესის სკოლის კვლევით პროექტებში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 15 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lana.alibegashvili.1@iliauni.edu.ge

მონაწილეები შეირჩევა სამოტავაციო წერილისა და სარეიტინგო ქულის მიხედვით.

განაცხადის ბოლო ვადა: 15 აპრილი

მასტერკლასის დაწყების თარიღი: 3 მაისი

მონაწილეობის წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 12 სტუდენტი

ბანერები