ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ინტელექტუალური საკუთრების დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ საშუალებას აძლევს, ქართულ ენაზე გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დისტანციური სწავლების ზოგადი კურსი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ – DL 101GE.

კურსი საქპატენტის მიერ დამუშავებულია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და უფასოა.

სტუდენტები დაეუფლებიან ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვ.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც შეძლებენ გაიარონ WIPO აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

რეგისტრაცია სრულდება 2022 წლის 26 ოქტომბერს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: ნინო ნაცვლიშვილი, ტელ.: 599 484 155

2022 წელი

ბანერები