ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი:ფინანსური მენეჯმენტის პრინციპები

ახალი ამბები

ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას კურსზე ფინანსური მენეჯმენტის პრინციპები.

ძირითადი თემები: ფინანსური მენეჯმენტის როლი; ფინანსური გარემო; ბუღალტერიის პრინციპები; ფირმის ფინანსური უწყისები; ფინანსური უწყისების ანალიზი; ანალიზისას ფინანსური კოეფიციენტების გამოყენება; ფინანსური დაგეგმვა და პროგნოზირება; ფულის ღირებულება დროში; პროექტების შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.

კურსის შედეგი: პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელებს წარმოდგენა შეექმნებათ ფინანსური მენეჯმენტის როლზე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში; ეცოდინებათ ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები და შეძლებენ ფინანსური უწყისების წაკითხვას, ანალიზსა და პროგნოზირებას; ეცოდინებათ ფულის ღირებულება დროში და თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლებენ პროექტების შეფასებას.

კურსის ხანგრძლივობა: 10 კვირა, კვირაში 1 ლექცია - 2 საათი

სულ 20 საკონტაქტო და 40 არასაკონტაქტო (ინდივიდუალური მუშაობა) საათი

თემების განაწილება:

  • შესავალი - ფინანსური მენეჯმენტის როლი და ფინანსური გარემო - საკონტაქტო საათი 4, არასაკონტაქტო საათი 8.
  • ბუღალტერიის პრინციპები, ფირმის საბუღალტრო უწყისების ანალიზი და პროგნოზირება - საკონტაქტო საათი 8, არასაკონტაქტო საათი 16.
  • ფულის ღირებულება დროში და პროექტების შეფასება - საკონტაქტო საათი 8, არასაკონტაქტო საათი 16.

ტრენინგი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კურსს გაუძღვება ტრენერი ნიკოლოზ ყაველაშვილი.

ტრენინგი დაიწყება 4 ნოემბერს 18:00 საათზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი.

კურსის ღირებულებაა 500 ლარი.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://bit.ly/3g5FTRW

დამატებით ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ppdc@iliaunui.edu.ge

2022 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები