ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას ტრენინგზე „დრამზე დაკვრის საფუძვლები“

ახალი ამბები

ტრენინგის შესახებ

კურსის მიზანია მსმენელს განუვითაროს დრამზე დაკვრის საბაზისო უნარები.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეუძლია სპეციალურ დრამპადთან სწორად ჯდომა, დრამის ჯოხის სწორად დაჭერა, ზუსტი ბგერით დაკვრა, პარადიდლების შესრულება, მეტრონომის გამოყენება სინქრონში დაკვრისთვის, სავარჯიშოების შესრულება 4/4 და 6/8 ზომებში, „drum beat” დისკოში დაკვრა, f ifill-ების ჩასმა და სხვ.

კურსზე დასწრება შეუძლია 8 წლიდან დაწყებული ნებისმიერი ასაკის მსმენელს.

ტრენერი – ლაშა სხილაძე, დრამერი, დრამის პედაგოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
ნიკოლოზ ბერიძე – დრამერი, მოწვეული პედაგოგი

ტრენინგი დაიწყება 20 თებერვალს, ოთხშაბათს, და ჩატარდება ორშაბათობითა და ოთხშაბათობით, 15.00-დან 17.00 საათამდე.

კურსი მოიცავს 48 საკონტაქტო საათს, ხოლო მისი ხანგრძლივობაა 12 კვირა.

ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D01 აუდიტორიაში (D კორპუსის 0 სართულზე მდებარე სპეციალურად აღჭურვილი სივრცე).

კურსზე რეგისტრაციის/განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

კურსის ღირებულება – 600 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://bit.ly/3H7BAPE

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

ვრცლად კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე:  https://bit.ly/3XWoRX1

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ – ლაშა სხილაძე: მობ.: 558 49 29 73; ელფოსტა: lashaskhiladze@gmail.com

2023 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები