ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

20 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში იწყება იტალიური ენის შემსწავლელი ინტენსიური (სამთვიანი) კურსები დამწყებთათვის. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი პედაგოგები. ცენტრი გაძლევთ საშუალებას, გაემგზავროთ იტალიაში თქვენი ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და მოინახულოთ იტალიის ულამაზესი ქალაქები: რომი, ფლორენცია, ვენეცია, ბოლონია, გუბიო, ასიზი, პიზა, სანმარინო.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ლექციების განრიგი: ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ.

ლექციების ხანგრძლივობა: თითო ლექცია საათნახევრიანია.

კურსის ღირებულება: 444 ლარი.

საკონტაქტო ინფორმაცია

იტალიის კულტურის ცენტრი
მის.:ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი წერეთლის ქ.3; კორპუსი S; სართული 5: ოთახი S 501-502
ელფოსტა: cci.tbilisi@gmail.com
ტელ.: 599 98 08 16
ფეისბუქგვერდი: იტალიური კულტურის ცენტრი

 

ბანერები