ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ იტალიური კულტურის ცენტრში იწყება მიღება იტალიური ენის შემსწავლელ ინტენსიურ (სამთვიანი) კურსებზე. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი ლექტორები. ცენტრი გაძლევთ საშუალებას, გაემგზავროთ იტალიაში თქვენი ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად.

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ლექციების განრიგი: ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ.
ლექციების ხანგრძლივობა: თითო ლექცია საათნახევრიანია.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 25 სექტემბერს, 18:00 საათზე

საკონტაქტო ინფორმაცია

იტალიის კულტურის ცენტრი

მის.:გ.წერეთლის ქ. 3; კორპუსი S; სართული V, ოთახი S 501-502
ელფოსტა: cci.tbilisi@gmail.com
ტელ.: 599 98 08 16

ბანერები