ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

დაიწყე ან განავითარე საკუთარი ბიზნესი – ERASMUS+ CONNECT-ის უფასო სერტიფიცირებული პროგრამა

ახალი ამბები

ვისაც გაქვთ ბიზნესიდეა ან ბიზნესი, რომლის განვითარებაც გსურთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი და ინოვაციური ცენტრი „სმარტ კაფე“ გაძლევთ შესაძლებლობას, დარეგისტრირდეთ და უსასყიდლოდ გაიაროთ “ERASMUS+ CONNECT”-ის პროექტის სერტიფიცირებული პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში.

მონაწილეები შეიმუშავებენ ბიზნესგეგმას და მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში.


პროგრამის შესახებ

პროგრამის მონაწილეები შეიძენთ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

პროგრამა მოიცავს 3 კურსს:

1.1 ბიზნესის პრეაქსელერაციის კურსი

ბიზნესის იდეიდან პროდუქტის ან მომსახურების კომერციალიზაციამდე

1.2 ბიზნესის აქსელერაციის კურსი

მენეჯმენტი, მარკეტინგი და ზრდა

2. ციფრული უნარების განვითარების კურსი

ციფრული უნარების განვითარების კურსი გაძლევთ შესაძლებლობას, მინიმალური რესურსით სხვისი დახმარების გარეშე დაიწყოთ და განავითაროთ ბიზნესი ონლაინ და მართოთ სოციალური ქსელი

3. ლიდერობა და სახელოვნებო უნარების კურსი

ამ კურსის მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს, განავითარონ ისეთი უნარები, როგორებიცაა: ვიდეოკონტენტის შექმნა, ბრენდინგი, სტრატეგიული ბრენდის მენეჯმენტი, დიზაინი, მარკეტინგული პროგრამები.

სამივე კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

კურსი ჩატარდება სწავლების შერეული მეთოდით, მასალების ნაწილი აიტვირთება ელექტრონულად მუდლის პროგრამაში, შეთავაზებული იქნება ასევე პირისპირი და ონლაინლექციები, პრაქტიკული დავალებები და აქტივობები.

პროგრამა დაიწყება 2022 წლის 31 ოქტომბერს.
ყველა კურსის ხანგრძლივობაა 9 კვირა.

კურსი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.


სამუშაო ენა: ქართული

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 28 ოქტომბერი

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3sbPXLM

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: irine.guruli.1@iliauni.edu.ge

2022 წელი

 

ბანერები