ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ცხადდება რეგისტრაცია საუნივერსიტეტო სერვისების საორიენტაციო ტრენინგებზე

ახალი ამბები

ილიაუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის აცხადებს რეგისტრაციას საუნივერსიტეტო სერვისების საორიენტაციო ტრენინგებზე.

სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ჩატარდება ტრენინგი, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები:

  • საბიბლიოთეკო სერვისები და რესურსები;
  • სასწავლო პლატფორმა elearning.iliauni.edu.ge; პლაგიატი;
  • არგუსი და სასწავლო პროცესი.

ტრენერები:

გიგა ხოსიტაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე;
ირინა ბაზღაძე - არგუსის მთავარი ადმინისტრატორი

ტრენინგის ხანგრძლივობა 2 საათი.

ტრენინგები ჩატარდება ორ სხვადასხვა დღეს:

  • 4 ოქტომბერს, ოთხშაბათს 19.00 საათზე
  • 9 ოქტომბერს, ორშაბათს 15.00 საათზე

შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ტრენინგი და დარეგისტრირდეთ ბმულზე:

შეხვედრები გაიმართება დისტანციურ ფორმატში.

რეგისტრაციის შემდეგ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეხვედრის ბმულს.

2023 წელი

ბანერები