ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ცხადდება მიღება სასერთიფიკატო კურსზე - „რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება SPSS-ის გამოყენებით“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო კურსზე SPSS-სა და სტატისტიკაში - „რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება  SPSS-ის გამოყენებით“ .

კურსი განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებულ პირთათვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი), ვისაც საკუთარი საქმიანობის დროს შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან .

კურსის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემთა დამუშავების სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში. კურსი ითვალისწინებს სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შერწყმულ შესწავლას.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-15 მონაწილე). კურსს უძღვება კვალიფიციური პედაგოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ტრენინგის განმავლობაში თეორიულ კომპონენტთან ერთად განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

კურსის ფარგლებში შეისწავლება:

  • ერთგანზომილებიანი სიხშირული ანალიზი;
  • ჰიპოტეზათა შემოწმება;
  • კორელაციური ანალიზი;
  • წრფივი რეგრესიული ანალიზი.
  • რეგრესიული ანალიზის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები

კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს. რომლებიც გადანაწილდება 4 კვირის განმავლობაში.

ჩატარების დრო:კურსი დაიწყება 10 იანვარს.
კურსი ჩატარდება ოთხშაბათს და პარასკევს
ოთხშაბათი, 17.00-19.00 საათი
პარასკევი,18.00-20.00 საათი

ადგილმდებარეობა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩოლოყაშვილის 3/5                                                 

ღირებულება: 450 ლარი

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერთიფიკატი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 5 იანვარი

სარეგისტრაციო ბმული - https://forms.gle/hc5F4zXp9StLZmB96

2023

 

ბანერები