ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას აკრედიტებულ პროგრამებზე

ახალი ამბები

ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ 

აკრედიტებულ პროგრამებზე: 

  • „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“ 
  • „ადრეული ინკლუზიური განათლება“ 
  • „დაკვირვება და შეფასების მეთოდები/ პორთფოლიოს წარმოება“ 

თითოეული კურსის მოცულობა შეადგენს 3 კრედიტს  45 საკონტაქტო საათს. ლექციები ჩატარდება დღის მეორე ნახევარში, კვირაში 3-ჯერ, სამუშაო დღეებში. 

სწავლის დაწყების თარიღი: 2019 წლის 04 ნოემბერი 

მსურველებმა რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (რომელშიც მითითებული იქნება სასურველი კურსის დასახელება) უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ 

ფოსტაზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge ან 10:00-დან 18:00 საათამდე სამუშაო დღეებში მოიტანონ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი, I სართული (შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან). 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ოქტომბერი. 

მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად. 

შესაძლებელია რამოდენიმე კურსზე ერთდროულად დარეგისტრირება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

ტელ.: 593 62 34 10; 555 29 33 15 

ბანერები