ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები და ტრენინგები

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №68/ნ-ით დამტკიცებულ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წლიდან ამ მოდულის ოფიციალური მიმწოდებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.

ტრენინგს გამართავენ ამავე კონკურსის მიერ გამოვლენილი ტრენერები, ადრეული განათლების სპეციალისტები.

მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, ასევე პირისპირ ფორმატითაც.

მიღებული სერტიფიკატი ოფიციალურად აღიარებულია და დაეხმარება პირს აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დაწყებაში.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული:

  • მოიცავს 66 საკონტაქტო საათს;
  • მისი მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.

ძირითადი თემები, რომლებსაც მოიცავს პროგრამა:

  1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები;
  2. ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
  3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.

ლექციები ჩატარდება 18 მარტიდან სამუშაო დღეებში დისტანციურად ან პირისპირ.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 12 მარტი

სწავლის საფასური კურსზე: 450 ლარი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2024

ბანერები