ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავება - კონკურსი სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), რომელიც ახორციელებს პროექტს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“, სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს საჯარო პოლიტიკის კვლევითი დოკუმენტების შემუშავებაზე. 

19 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან პროექტისა და მის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად, რათა უკეთ შეძლონ საჯარო მმართველობის არსის გაგება და მოემზადონ კონკურსისთვის.

შერჩეული სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სერტიფიცირებულ ტრენინგებს, მათ მიეცემათ საშუალება იმუშაონ პროფესიონალ მკვლევრებთან/ექსპერტებთან ერთად და გახდნენ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების თანაავტორები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=531355 

პროექტი „მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება კარგი მმართველობისთვის: ახალგაზრდა მეცნიერების გაძლიერება ცვლილებების მისაღწევად“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური წრეების გაძლიერებას საჯარო მმართველობის თემების კვლევებთან დაკავშირებით. 

სამუშაო ენაქართული

დრო: 19 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა №1

შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. 

2024

ბანერები