სასტიპენდიო პროგრამები ესტონეთის უნივერსიტეტებისათვის
კონკურსები
ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოს მხარდაჭერით გამოცხადდა კონკურსი ესტონეთის სასტიპენდიო პროგრამებზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს.
_____________________________________________________________________________________________
სტიპენდიები საზაფხულო სკოლისათვის
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს;
- მოკლევადიანი კურსების ხანგრძლივობაა 1-4 კვირა;
- შესაძლებელია ონლაინკურსებში მონაწილეობა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 1-ლი მაისი, 2021
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: https://bit.ly/3vkZMXa
_____________________________________________________________________________________________
სტიპენდიები კვლევისა და ლექციების ჩასატარებლად
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს;
- სტიპენდიის მოპოვება 2021/2022 აკადემიური წლის ფარგლებში შესაძლებელია 10 თვით.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 1-ლი მაისი, 2021
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: https://bit.ly/3gLvSHO
_____________________________________________________________________________________________
სტიპენდიები ესტონეთში სასწავლებლად
- სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც სურთ ისწავლონ ესტონეთის უმაღლეს სასწავლებელში როგორც გაცვლით, ასევე სრულ პროგრამაზე.
- მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მიმართულება შეზღუდული არ არის. ბაკალავრიატის საფეხურის შემთხვევაში კანდიდატის მიმართულება დაკავშირებული უნდა იყოს ესტონურ ენასა და კულტურასთან.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 1-ლი სექტემბერი, 2021[1]
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: https://bit.ly/32Xyc6d