ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

სასტიპენდიო კონკურსი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის

კონკურსები

,,მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი'' აცხადებს კონკურსს საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომზე, რომელშიც ისტორიული მასალის გამოყენებით

გამოკვლეული იქნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ძირები და მიზეზები.

გამარჯვეული პროექტების ავტორები მიიღებენ ერთჯერად სტიპენდიას 250 ევროს (დარიცხული) ოდენობით.

კონკურსი ღიაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების, კავკასიის კვლევების, საბჭოთა კვლევების, ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც  სწავლის ბოლო სემესტრში– სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის პროცესში არიან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, წარადგინოთ თქვენი კვლევის სათაური, კვლევის საგანი და მეთოდოლოგია, ასევე მოკლე დასაბუთება, თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო მოცემული კვლევის საკითხი. განაცხადი სტიპენდიაზე უნდა შეავსოთ მოცემულ ბმულზე

კვლევითი განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 მარტი, 23:59.

საკონტაქტო პირი: გიორგი ოდოშაშვილი  

ელფოსტა: giorgi.odoshashvili.1@iliauni.edu.ge

 

ბანერები