საერთაშორისო კონკურსი: „Peace is not absence of war“
კონკურსები
კონკურსის ორგანიზატორი: ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი
კონკურსის დევიზი: Creating global understanding through English (ურთიერთგაგება გლობალურ დონეზე შესაძლებელია ინგლისურად)
კონკურსი ტარდება მისი უდიდებულესობა დედოფლის პატრონაჟით
პრეზიდენტი: მისი უდიდებულესობა პრინცესა ანა
კონკურსის სპონსორები: „საქართველოს ბანკი“ და „ბრითიშ პეტროლიუმი“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-20 წლის ახალგაზრდებს.
კონკურსი თემაზე „Peace is not absence of war“ („მშვიდობა არ ნიშნავს უბრალოდ ომის არარსებობას“), ჩატარდება ორ ტურად:
- პირველი ტური გაიმართება 14 მარტს ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში „British Corner“ (ბრიტანული კუთხე);
- მეორე ტური, რომლის თემაც მოგვიანებით გამოცხადდება, გაიმართება 24 მარტს.
მომხსენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკონკურსო თემა სხვადასხვა კუთხით გააშუქონ, თუმცა, ვერ გამოიყენებენ მას სათაურად. თითოეულ მომხსენებელს სასაუბროდ მიეცემა 5 წუთი.
გამარჯვებული, ESU-Georgia-ს მხარდაჭერით, მაისის თვეში 5 დღით გაემგზავრება ლონდონში, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 მარტი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „British Corner“
მის.: ვაკის პარკი, შესასვლელი ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან
ტელ.: 0322 226305, 591339993 5 77 477050
ელფოსტა: marinaesu@yahoo.com;
ვებგვერდი: www.esugeorgia.com https://www.youtube.com/watch?v=mnIKLMa7rBA