ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

პოლონეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა POLONEZ 2

პოლონეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი 2016 წლის 15 მარტიდან მკვლევართათვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას - POLONEZ 2, რომელიც ხორციელდება მარი სკლადოვსკა კიურის პროგრამის თანადაფინანსებით.

სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია უცხოელი მკვლევრებისთვის, რომელთაც ფუნდამენტური კვლევების განხორციელება სურთ პოლონეთში. სტიპენდია გაიცემა 12 ან 24 თვით და ფარავს პოლონეთში ცხოვრების ხარჯს, ხელფასსა და კვლევით გრანტს.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 2016 წლის 15 ივნისი

შერჩევის შედეგები გამოცხადდება 2016 წლის ნოემბერში.

პროგრამის მოთხოვნებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.ncn.gov.pl/polonez?language=en

ბანერები