ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს  მოწვეულ ლექტორთა შესარჩევ კონკურსს  შემდეგ  მიმართულებებზე:

კერძო ბიზნესსამართალი –  სამაგისტრო საფეხური

სამოქალაქო, სისხლის, საჯარო და საერთაშორისო სამართალი – საბაკალავრო საფეხური

წარმოდგენილ  პოზიციაზე  განიხილება კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

  • სამართლის დარგში  მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამართლის შესაბამის დარგში მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები; 
  • უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ავტობიოგრაფია (CV)
  • სასწავლო კურსის/ კურსების სილაბუსები

საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2017 წლის 23 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით. ელფოსტა: lawfaculty@iliauni.edu.ge წერილის სათაურში მიუთითეთ „მოწვეულ ლექტორთა შესარჩევი კონკურსი“

კანდიდატები შეირჩევიან ორ ეტაპად:

  • ავტობიოგრაფიის (CV)  და სასწავლო კურსის/ კურსების სილაბუსების მიხედვით;
  • შერჩეული კანდიდატები ჩაატარებენ საჩვენებელი ლექციას

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი კონტრაქტები გაფორმდება სასწავლო სემესტრის დაწყების წინ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საჭიროებიდან გამომდინარე.

 

 

ბანერები