ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი უმსხვილესი საერთაშორისო პროფესიულ-ტექნოლოგიური ორგანიზაციის IEEE წევრობაზე

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა საინჟინრო პროგრამების სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ უმსხვილესი საერთაშორისო პროფესიულ-ტექნოლოგიური ორგანიზაციის IEEE წევრები.

IEEE აერთიანებს 419 000 წევრს 160-ზე მეტი ქვეყნიდან. IEEE-ის მიზანია სამეცნიერო გამოცემების, კონფერენციების, ტექნოლოგიური სტანდარტების, პროფესიული და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ ინოვაციებისა და გლობალური ჩართულობის საფუძველზე. 

IEEE  ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა მსოფლიოში ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. 

IEEE-ის წევრობისთვის სტუდენტების შეირჩევიან ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი – სამოტივაციო წერილის განხილვა;

მეორე ეტაპი – გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

Რეგისტრაციის ვადა:25 იანვარი, 23:59

სააპლიკაციო ბმული ხელმისაწვდომია: https://forms.gle/8gu9Xzmy5iQUCis16

გაითვალისწინეთ: ადგილები შეზღუდულია და მხოლოდ 40 სტუდენტი მოიპოვებს დაფინანსებას.

გისურვებთ წარმატებას.

 

ბანერები