ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი ტრენინგ-კურსის "სწავლების ინოვაციური და ტექნოლოგიური მეთოდები" მონაწილეთა შესარჩევად

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება ერასმუს+ საერთაშორისო პროექტი „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ PRINTeL-ი.
პროექტი მიზნად ისახავს სწავლისა და სწავლების მეთოდების განვითარებასა და ინოვაციების წახალისებას ტექნოლოგიებისა და კვლევის ინტეგრაციის მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, იგეგმება პროექტის მონაწილე პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (ბარსელონას, პორტოს, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლინკოპინგისა და გრაცის უნივერსიტეტები) ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგ კურსი (TOT). გადამზადდება 15 აკადემიური პერსონალი, რომლებიც აიმაღლებენ სწავლების ინოვაციური და ტექნოლოგიური მეთოდების ცოდნას, რასაც შემდგომ გადასცემენ ილიაუნის მინიმუმ 10 კოლეგას.
უნივერსიტეტებისა და ტრენინგების ჩამონათვალი:

  1. ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი - Active Learning, with special focus on Technology Enhanced Collaborative Learning – 3 ტრენერი
  2. ბარსელონას უნივერსიტეტი - Active learning & ICT-enhanced teaching: m-learning & gamification – 3 ტრენერი
  3. პორტოს უნივერსიტეტი - Video as a Learning tool for teachers & students: Video Lecturing & promoting Interaction in the Classroom – 3 ტრენერი
  4. ლინკოპინგის უნივერსიტეტი - Active Learning in the Flipped Classroom – 3 ტრენერი
  5. გრაცის უნივერსიტეტი - Hybrid/Blended Teaching & Learning – 3 ტრენერი

პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით:

  1. რეზიუმე
  2. ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, რაც დასტურდება ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული პუბლიკაციით/საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტით/ინგლისურენოვანი პროგრამის დიპლომით და სხვა.
  3. სწავლების პროცესში ისეთი ტექნოლოგიური პროგრამების გამოყენების გამოცდილება, როგორიც არის Google drive, Moodle და სხვა.

მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. გასაუბრებაზე კანდიდატმა არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს ინტერესი და მოტივაცია კონკრეტული ტრენინგის მიმართ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ მითითებული დოკუმენტები მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2018 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, “subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ტრენინგების ჩამონათვალი თარიღებისა და კურსის ხანგრძლივობის მითითებით იხილეთ დანართის სახით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები