კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის, “PEERS” ფარგლებში მინიოს, ავეიროსა და ევორას უნივერსიტეტებისათვის
კონკურსები
გაცნობებთ, რომ გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის PEERS გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მობილობის განხორციელების მიზნით.
PEERS-ის ფარგლებში მობილობის განხორციელება შესაძლებელია პორტუგალიის სამ უნივერსიტეტში:
განაცხადის წარდგენა:
- კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად, PEERS ელექტრონულ სააპლიკაციო პლატფორმაზე;
- ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
- განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
- ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში; კანდიდატმა ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე; დოკუმენტის დასახელებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის სახელი და გვარი;
- სტუდენტს განაცხადის შემოტანა შეუძლია PEERS-ის პროგრამაში ჩართული სამივე უნივერსიტეტისათვის;
- ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; შერჩევის პროცესში აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.
მობილობის დეტალები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
- მობილობის განხორციელება შესაძლებელია ინგლისურ და/ან პორტუგალიურ ენებზე;
- მობილობის მიმართულება შეზღუდული არ არის; მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდეს სასურველი მიმართულების ენის კომპეტენციის მოთხოვნებს;
კურსების კატალოგი თითოეული უნივერსიტეტისათვის იხილეთ შესაბამის ბმულებზე:
სტიპენდიის რაოდენობა:
- ყოველთვიური სტიპენდია - 850 EUR
- სამგზავრო ხარჯებისათვის - 820 EUR
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
- ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, 60 კრედიტი;
- მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, 30 კრედიტი;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, 1 სასწავლო წელი და უნდა ჰქონდეს კვლევის პროექტი;
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
- კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას, მინიმუმ, B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე);
ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:
- CV ევროპასის ფორმატში (http://europass.cedefop.europa.eu)
- შესაბამისი უცხო ენის, მინიმუმ, B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
- ცნობა სტუდენტობის შესახებ;
- ნიშნების ფურცელი და/ან ცნობა აღნიშნულ საფეხურზე ჩარიცხვის შესახებ;
- მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის - წინა საფეხურ(ებ)ის დიპლომი
- სასწავლო ხელშეკრულება, ხელმოწერილი თქვენი და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ; უნივერსიტეტის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველსაყოფად.,გთხოვთ, შევსებული დოკუმენტი გამოგვიგზავნოთ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge; გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტის განხილვას 3-5 სამუშაო დღე ესაჭიროება;სასწავლო ხელშეკრულების შაბლონის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის - წინასწარი თანხმობის ხელმოწერილი წერილი შესაბამისი ფაკულტეტის/მიმართულების კოორდინატორისაგან;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის - სასწავლო ხელშეკრულება და კვლევის გეგმა, ხელმოწერილი როგორც მშობლიური, ასევე მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS_documentos.aspx
ელექტრონული განაცხადი უნდა წარადგინოთ მხოლოდ მინიოს უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პლატფორმაზე: https://formularios.reitoria.uminho.pt/index.php?r=survey/index&sid=724394&lang=en
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 12 მარტი (23:59), 2021 წელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS.aspx