ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში არსებული ინოვაციებისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი (TCO) აცხადებს კონკურსს ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროებში წარმატებული და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შესარჩევად.

TCO შეიქმნა საგრანტო კონკურსის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდისა (CRDF -Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ, აშშ-ის თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (US DTRA) მიერ დაფიანანსებული პროგრამის - "დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მეცნიერების მდგრადი განვითარება საქართველოში" - ფარგლებში.

გამარჯვებული გამოგონებებისთვის უზრუნველყოფილი იქნება:

  • საპატენტო განაცხადის შევსება და პატენტირების ხარჯების დაფარვა;
  • შემდგომი კომერციალიზაციის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს:
    1. გამოგონების მარკეტინგს;
    2. საქართველოსა და აშშ-ში კომპანიის მოძიებას, რომელიც გამოგონების წარმოებით და ლიცენზიის მოპოვებით იქნება დაინტერესებული;
    3. აღნიშნულ კომპანიას, გამომგონებლებსა და TCO-ს შორის სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმებას.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ავტორია საინტერესო გამოგონებისა ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროებში.

კონკურსში მონაწილეობისთვის აპლიკანტმა უნდა შეავსოს ვებგვერდზე www.tco.iliauni.edu.ge მოცემული ახალი ტექნოლოგიის განდობის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) და წარმოადგინოს გამოგონების შექმნაში მონაწილე პირების CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

აღნიშნული საბუთები უნდა გაიგზავნოს ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ელექტრონულ ფოსტაზე: tco@iliauni.edu.ge.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 სექტემბერი, 20:00 საათი.

კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:

  • პირველ ეტაპზე შეირჩევა პროექტები წარდგენილი საბუთების საფუძველზე. პირველი ეტაპის შედეგები ცნობილი გახდება 2015 წლის 15 დეკემბერს.
  • მეორე ეტაპზე შერჩეული აპლიკანტები 2016 წლის იანვარში TCO-ში წარდგებიან პრეზენტაციებით.

პროექტები შეირჩევა TCO-ს თანამშრომლების, TCO-ს მრჩეველთა საბჭოსა და TCO-ს ამერიკელი მენტორის მიერ.

გამოგონების შეფასების კრიტერიუმები მოიცავს:

  1. ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგებში იდეის ორიგინალურობას;
  2. პატენტუნარიანობას;
  3. მსგავსი გამოგონების მანამდე არარსებობას;
  4. ინოვაციურობასა და კომერციალიზაციისთვის ხელმისაწვდომობას.

გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება 2016 წლის თებერვალში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, E 101 ოთახი
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5
ტელ: 2 29 39 85
ელფოსტა: tco@iliauni.edu.ge.

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები