ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

კონკურსი Big Idea Challenge 2021

კონკურსები

პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ვიდეოფიჩის კონკურსი Big Idea Challenge ბრუნდება.

კონკურსი გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში და მისი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა

მეწარმეების ბიზნესიდეების განვითარებასა და წახალისებას,

იმართება  4 კატეგორიაში:

  • კლიმატური ცვლილებები;
  • ციფრული ტექნოლოგია;
  •  სოციალური სფერო (სოციალური გავლენა);
  • შემოქმედებითი ინდუსტრია (კრეატივი).

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  •  საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს;
  • კონკურსანტი უნდა იყოს სულ მცირე 18 და არა უმეტეს 35 წლისა;
  • კონკურსანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენეფიციარი – სტუდენტი, კურსდამთავრებული ან/და ახალგაზრდა მეწარმე;
  • კონკურსში განაცხადის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად,
  • მაგრამ კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე უპირატესობა მხოლოდ ჯგუფებს (არა უმეტეს 3 წევრისა) მიენიჭებათ;
  • ერთი კონკურსანტი არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი გუნდის წევრი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა კონკურსის ყველა მონაწილისთვის ისეთ

დონეზე, რომელიც საჭიროა პრეზენტაციის წარმართვისა და პროგრამაში მონაწილეობის უნარ- ჩვევებისთვის.

პრიზი

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით, კერძოდ, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, მოიგონ 3,000 ფუნტი სტერლინგის

ოდენობის სტარტაპდაფინანსება, ინტენსიური ბიზნესმხარდაჭერა, საერთაშორისო

მენტორინგი და სხვა პრიზები.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ ინტერესის გამოხატვა და რეგისტრაციის გავლა უშუალოდ კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://creativespark-bigidea.uk/

რეგისტრაცია ღიაა კონკურსით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

აუცილებელია, რომ პირველადი რეგისტრაცია გაიაროს გუნდის თითოეულმა წევრმა.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ კონკურსის მონაწილეებისთვის სავალდებულო იქნება

მოკლე, 60-წამიანი, ვიდეოფიჩების ჩაწერა კონკურსის შემდგომ ეტაპზე შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდეგ.

კონკურსის შემდგომ ეტაპზე, როდესაც  ჩაიწერთ 60-წამიან ვიდეოფიჩებს  და უშუალოდ გუნდები გაივლიან საბოლოო რეგისტრაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც პროგრამის პარტნიორმა ორგანიზაციამ, კონკურსანტებიდან უნდა შეარჩიოს და წარადგინოს 10 საუკეთესო გუნდი!

გაითვალისწინეთ!

კონკურსის პირველ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ ინტერესის გამოხატვა და ინდივიდუალური რეგისტრაცია ზემოთ მითითებულ მისამართზე.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 28 თებერვალი, 2021 წელი

სამუშაო ენა: ინგლისური

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კონკურსის ,,Big Idea Challenge”

ოფიციალურ ვებგვერდს:https://creativespark-bigidea.uk/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: zoomout@iliauni.edu.ge

ბანერები