ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად

კონკურსები

19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრა ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად .    

ჰაკათონის მიზანია შეიქმნას XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის, ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლი – ჩეთბოტი, რომელთან საუბრისას ადამიანებს გაუჩნდებათ განცდა თითქოს ნიკო თავად უყვება  საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე.

საუკეთესო ჩეთბოტი ვებგვერდზე nikonikoladze.ge ინტეგრირდება და ფართო აუდიტორიას ექნება მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.

ვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა?

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეებსა და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაიმე წინასწარი ტექნიკური ცოდნა ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭირო არ არის.

ჰაკათონზე რეგისტრაციის დასრულებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი და კომპანია AnimChatbotics-ი ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებისთვის ჩაატარებენ ღია ლექციებისა და ვორკშოპების ციკლს და მონაწილეებს ჩეთბოტის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.

როგორ მივიღო მონაწილეობა ჰაკათონში? 

ჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 12 თებერვლამდე შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და შეასრულოთ ფორმაში მოცემული შესარჩევი დავალება:„ჩემი ინტერვიუ ნიკო ნიკოლაძესთან“ (შეარჩიეთ 5 შეკითხვა, რომლებსაც ნიკო ნიკოლაძეს დაუსვამდით, და გაეცით შესაძლო პასუხები).

აპლიკაციის განხილვის საფუძველზე შეირჩევიან ჰაკათონის მონაწილეები.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 12 თებერვალი, 23:59 საათი

რა ფორმატით ჩატარდება ჰაკათონი?

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით.   

ჰაკათონის სააპლიკაციო ფორმას ავსებთ ინდივიდუალურად. შერჩეული კანდიდატები ჰაკათონის პირველ დღეს, 19 თებერვალს, სურვილის შემთხვევაში, ფორმირდებიან გუნდებად. გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს. შესაძლებელია პროექტის ინდივიდუალურად წარმოდგენაც.

მთავარი პრიზი

ნიკო ნიკოლაძის პრემია ანაზღურებადი სტაჟირებისთვის

  • I ადგილი – 2500 ლარის ოდენობის ჯამური პრემია სტაჟირებისთვის
  • II ადგილი – 1500ლარის ოდენობის ჯამური პრემია სტაჟირებისთვის
  • III ადგილი– 1000ლარის ოდენობის ჯამური პრემია სტაჟირებისთვის

სტაჟირება გულისხმობს ჩეთბოტების განვითარებაზე მუშაობას. I ადგილზე გასული გუნდი იმუშავებს ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის განვითარებაზე კომპანია ჯეპრაში. II და III ადგილებზე გასული გუნდები კი ჟიურის გადაწყვეტილებით იმუშავებენ ან ამავე ჩათბოტის განვითარებაზე, ან სხვა არსებული ჩათბოტის დახვეწაზე.

ილიაუნის სპეციალური პრიზი

ილიასსახელმწიფო უნივერსიტეტი გამოავლენს 2 რჩეულ გუნდს – სკოლის მოსწავლეებისგან  დაკომპლექტებულ გუნდებსა და ილიაუნის სტუდენტებისგან  დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.

  • სკოლის მოსწავლეების რჩეული გუნდის თითოეული წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 500-ლარიანი სასტიპენდიო პირობებიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება, რომლით სარგებლობასაც შეძლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნებისმიერ მისთვის საინტერესო აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ;
  • ნებისმიერი გუნდი, რომელიც ილიაუნის სტუდენტებისგან იქნება დაკომპლექტებული და კონკურსში გაიმარჯვებს (I, II ან III ადგილზე გავა), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 1000-ლარიან დაფინანსებას.

გარდა ამისა, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი I ადგილზე გასულ გუნდს გაუწევს რამდენიმეთვიან მენტორობას, რათა სრულყოფილი ჩეთბოტი შეიქმნას.

ჰაკათონის განრიგი 

ჰაკათონი სტარტს 19 თებერვალს, პარასკევს, 19:00 საათზე, აიღებს და 22 თებერვალს დასრულდება.  ჰაკათონის მონაწილეები 72 საათის განმავლობაში იმუშავებენ ჩეთბოტებზე.  ამ პროცესში მათ მენტორობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლბორატორია უნილაბისა და AnimChatbotics-ის თანამშრომლები გაუწევენ.

  • ჰაკათონის დეტალური განრიგისთვის: https://bit.ly/3ptBN5v

ლექციებისა და ვორკშოპების განრიგი

I ღია ლექცია და ვორკშოპი

  • ლექციის თემა: ჩეთბოტების შექმნის ისტორია

მომხსენებელი: სანდრო ასათიანი, პროფესორი, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი

  • ვორკშოპის თემა: როგორ ვიმუშაოთ ჩეთბოტზე?

ტრენერები: მარიამ გოჩიაშვილი, ქეთია ბელქანია

დრო: 25 იანვარი, 19:00 საათი  

ვრცლად: https://bit.ly/3o0FE9u

____________________________________________________________________________________________________________

II ღია ლექცია და ვორკშოპი 

  • ლექციის თემა: როგორ იქმნება ჩათბოტი?

მომხსენებელი: მარიამ გოჩიაშვილი, ილიაუნის ჩეთბოტის „უნა“ ადმინისტრატორი, ნარატივდიზაინერი

  • ვორკშოპის თემა: როგორ ავაწყოთ ჩეთბოტი „ანიმას” პლატფორმაზე?

ტრენერები: მარიამ გოჩიაშვილი, ქეთია ბელქანია

დრო: 1-ლი თებერვალი, 19:00 საათი

ვრცლად: https://bit.ly/37KZSOW

____________________________________________________________________________________________________________

III ღია ლექცია და ვორკშოპი  

  • ლექციის თემა: ლიტერატურა და ჩეთბოტები

მომხსენებელი: დათო სამნიაშვილი, მწერალი

  • ვორკშოპის თემა: რა სირთულეებია პლატფორმაზე მუშაობისას?

ტრენერი: მარიამ გოჩიაშვილი

დრო: 8 თებერვალი, 19:00 საათი

ვრცლად: https://bit.ly/3aGBLCR

____________________________________________________________________________________________________________

IV ვორკშოპი 

  • ვორკშოპის თემა: როგორ შევქმნათ ტექნიკურად გამართული ჩეთბოტი

ტრენერი: მარიამ გოჩიაშვილი

დრო: 15 თებერვალი, 19:00 საათი

____________________________________________________________________________________________________________


პროექტის პარტნიორები


დამატებითი ინფორმაციისთვის

გაწევრიანდით ჰაკათონის დახურულ ფეისბუქჯგუფში: https://bit.ly/2KKEb8T

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები