ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

განაცხადების მიღება კომერციული არბიტრაჟის პირველ ეროვნულ შეჯირებაში მონაწილეობისთვის

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მონაწილეთა განაცხადების მიღებას პირველი ეროვნული შეჯიბრებისთვის კომერციულ არბიტრაჟში.

შეჯიბრება გაიმართება საქართველოს არბიტრთა ასოციაციისა და USAID-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ მხარდაჭერით.

იმიტირებულ პროცესში მონაწილე გუნდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საარბიტრაჟო სარჩელის/შესაგებლის მომზადებასა და საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე ზეპირ გამოსვლებში. მონაწილეები ასევე დაესწრებიან საქართველოს არბიტრთა ასოციაციისა და „არბიტრაჟის ინიციატივა – საქართველოს“ ერთობლივი სემინარების სერიას: „შესავალი არბიტრაჟში“ და „სამართლებრივი წერა“, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას და მათ მომზადებას შეჯიბრებისთვის.
შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს (რეგისტრაციის მომენტისათვის სტუდენტს დამთავრებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის მე-2 კურსი მაინც). მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ პრაქტიკოს იურისტებს (მიუხედავად სტუდენტის სტატუსისა), რომლებიც რეგისტრაციის მომენტისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრებაში, ეროვნულ რაუნდში მიღწეული შედეგის მიხედვით, სხვადასხვა ფულად ჯილდოს აწესებს.

კერძოდ, გუნდი, რომელიც დაკომპლექტდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი სტუდენტისგან და შეჯიბრებაში წარადგენს ჩვენს უნივერსიტეტს, ეროვნულ რაუნდში მიღწეული შედეგის მიხედვით დაჯილდოვდება:

I ადგილი – 1000 ₾.
II ადგილი – 700 ₾.
III ადგილი – 500 ₾.

კონკურსებში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა არა უგვიანეს 11 დეკემბრის 23:59 საათისა სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: iliaunimcc@gmail.com

 

ბანერები