ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

Falling Walls Lab Tbilisi-ის კონკურსი ქართველი ინოვატორებისთვის

ახალი ამბები

ქართველი ინოვატორების საყურადღებოდ: წარმოადგინეთ თქვენი იდეა Falling Walls Lab Tbilisi-ის კონკურსზე, დაარწმუნეთ ჟიური და მოიპოვეთ ბერლინის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება.

Falling Walls Lab Tbilisi გაიმართება 28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 1 სექტემბერი. პრეზენტაციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

სააპლიკაციო ბმული - http://www.falling-walls.com/lab/apply

  • The Falling Walls Lab არის ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას სხვადასხვა დარგის მეცნიერებს, მეწარმეებსა და პროფესიონალებს შორის. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი სამეცნიერო კვლევის მიღწევები, ინოვაციური ბიზნესიდეები ან სხვა ტიპის ინიციატივები წარადგინონ მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე, რომელსაც ევროპის წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისა და წარმატებული ბიზნესმენებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.
  • პრეზენტაციის ჩატარებისთვის გამოყოფილია 3 წუთი. ყოველ წელიწადს, 8 ნოემბერს, ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი იდეის ავტორები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ერთმანეთს ხვდებიან გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. 
  • ინოვატორს უჩნდება უნიკალური შანსი, საკუთარი იდეა კომპეტენტურ ჟიურის წარუდგინოს, ასევე გაიცნოს და დაამყაროს პირადი კავშირები ფორუმის სხვა მონაწილეებთან, რომელთა იდეებიც გადატრიალებას ახდენენ მეცნიერებაში, ბიზნესსა თუ ინდუსტრიაში. ბერლინის ფინალის სამ გამარჯვებულს მიენიჭება “Falling Walls Young Innovator of the Year” წოდება. ისინი ასევე ჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და საკუთარი იდეებით კიდევ ერთხელ წარდგებიან უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე Falling Walls Conference -ის ფარგლებში. 

სააპლიკაციო ბმული:  http://www.falling-walls.com/lab/apply

 

 

ბანერები