ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

Erasmus+ ფოტოკონკურსი

კონკურსები

13-15 ოქტომბერს აღინიშნება ერაზმუსის დღეები (#Erasmusdays).

ილიაუნი Erasmus+ კურსდამთავრებულებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს „ერასმუსი გვაკავშირებს“ (#erasmusconnects).
ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ან უსარგებლიათ Erasmus+ საერთაშორისო კრედიტმობილობით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

  • შეარჩიეთ მობილობის პერიოდში გადაღებული ფოტო, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს საკონკურსო თემატიკას;
  • ფოტოს დაურთეთ აღწერა ან სათაური, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 50 სიტყვას;
  • 2 ოქტომბრამდე ფოტო და აღწერა გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: erasmusplus@iliauni.edu.ge;
  • წერილში უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მონაწილის სახელი და გვარი; მშობლიური უნივერსიტეტი; მობილობის პერიოდი; მასპინძელი უნივერსიტეტი/ქვეყანა;
  • წერილის Subject-ში მიუთითეთ: „ფოტოკონკურსი „ერაზმუსი გვაკავშირებს“.

მიღებული ფოტოები აღწერასთან ერთად 3-დან 15 ოქტომბრამდე გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე. კონკურსი გამოავლენს ორ გამარჯვებულს:

  • ერთ გამარჯვებულს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟიური;
  • მეორე გამოვლინდება გამოქვეყნებულ ფოტოზე მიღებულ მოწონებათა რაოდენობით.

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 300-ლარიანი ვაუჩერი და ერაზმუსის ბრენდირებული ზურგჩანთა.

2022 წელი

 

ბანერები