ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

Big Idea Challenge 2022

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას კონკურსზე Big Idea Challenge.

კონკურსი ეწყობა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

Big Idea Challenge ვიდეოფიჩის კონკურსია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას, ბიზნესიდეების განვითარებასა და განხორციელებას.

კონკურსი გაიმართება შემდეგ კატეგორიებში:

  • ციფრული ტექნოლოგია;
  • სოციალური გავლენა;
  • შემოქმედებითი ინდუსტრია.

ვის შეუძლია მონაწილეობა

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენეფიციარებს – სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს ან/და ახალგაზრდა მეწარმეებს;
  • საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს;
  • სულ მცირე 18 და არა უმეტეს 35 წლის პირს.

პირობები

  • კონკურსში განაცხადის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 4 პირი (განაცხადის შემოტანა რეკომენდებულია ჯგუფურად);
  • ერთი კონკურსანტი არ შეიძლება იყოს ერთზე მეტი გუნდის წევრი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა კონკურსის ყველა მონაწილისთვის ისეთ დონეზე, რომელიც საჭიროა პრეზენტაციის წარმართვისა და პროგრამაში მონაწილეობის უნარ-ჩვევებისთვის.

პრიზი

კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, მოიგონ
2 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ფულადი პრიზი, საერთაშორისო მენტორინგი, მხარდაჭერა ბიზნესის განვითარების მხრივ და სხვა პრიზები.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

პირველ ეტაპზე საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3Doz4Cn

აუცილებელია, რომ პირველადი რეგისტრაცია გაიაროს გუნდის თითოეულმა წევრმა.

შემოსული განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ონლაინფიჩის ბუთქემფში, რის შემდეგაც თითოეული გუნდი მიიღებს 60-წამიანი ვიდეოფიჩის მომზადებისა და ჩაწერის დავალებას, შემდეგ კი შეირჩევა მაქსიმუმ 10 საუკეთესო გუნდი.

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 10 აპრილი, 2022 წელი

სამუშაო ენა: ინგლისური

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კონკურსის ,,Big Idea Challenge” ოფიციალურ ვებგვერდს: https://creativespark-bigidea.uk/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge

2022 წელი

ბანერები