ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ახალგაზრდა მკვლევრის გრანტი

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ერთობლივად აცხადებენ 2021 წლის ახალგაზრდა მკვლევრის გრანტს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პოსტდოკებს, რომლებმაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 2017 წლის შემდეგ  მიიღეს დოქტორის ხარისხი ჩამოთვლილი დისციპლინებიდან ერთ-ერთში: კულტურის კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფილოლოგია, ფილოსფია, ფსიქოლოგია, ისტორია, ხელოვნების ისტორია ან არქეოლოგია.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოსტდოკებს.

ახალგაზრდა მკვლევრის პოზიცია ფინანსდება 11 თვით (2021 წლის მაისიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით) და უზრუნველყოფს მოკლე ვადის პოსტსადოქტორო კვლევითი პროექტის განხორციელებას, კერძოდ, თვიური ხელფასს/ანაზღაურებას და საჭირო მოწყობილობის/მასალების შეძენას. გრანტის მიმღები თავის პროფესორს ასევე გაუწევს ასისტირებას დოქტორანტის ხელმძღვანელობაში და მონაწილეობას მიიღებს მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო კოლოკვიუმის განვითარების პროცესებში.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ელფოსტაზე: doctoralschool@iliauni.edu.ge კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ''Young Researcher Grant''.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 აპრილი, 18:00 საათი საქართველოს დროით (GET).

კონკურსის პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

Call for Applications (ინგლისურად)

Application Forms (ინგლისურად)

საკონტაქტო ინფორმაცია: doctoralschool@iliauni.edu.ge

ბანერები