ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ყველაფერი შაქრის შესახებ“ – სამეცნიერო-პოპულარული ლექცია ექსპერიმენტებით მოსწავლეებისთვის

ღონისძიებები

24 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე მოსწავლეებისთვის გამართავს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას „ყველაფერი შაქრის შესახებ“ ექსპერიმენტებით.

ლექციაზე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ შაქარს, მის თვისებებს, ასევე ჩაერთონ საინტერესო ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში შაქრის გამოყენებით.

მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე:

  • რას ფიქრობდა შაქარზე ავიცენა?
  • როდის მიირთმევდნენ ევროპის მეფენი შაქარს?
  • როგორ გავრცელდა შაქარი?
  • ვინ იყვნენ შაქრის ზომბები?
  • რას წარმოადგენს შაქარი ქიმიური თვალსაზრისით, როგორი თვისებები აქვს? რა ემართება ჩვენს ორგანიზმში? 
  • როგორ ამოვიცნოთ დაფარული შაქარი პროდუქტების ეტიკეტებში?
  • რა საერთო აქვს და რით განსხვავდება შაქარი და თაფლი?
  • რომელია ყველაზე უსაფრთხო ტკბილეული?
  • რა საერთო აქვს შაქარს მარილთან და რას ნიშნავს „მარილის გემო“?

ვისთვის არის განკუთვნილი ლექცია?
თემით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის.

როგორ მივიღო მონაწილეობა?
ვორკშოპში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის: https://bit.ly/3HdJGGu

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 თებერვალი, 23:59 საათი

დრო: 24 თებერვალი, 16:00 საათი

სამუშაო ენა: ქართული

ადგილმდებარეობა: B 201 დარბაზი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

2023 წელი

ბანერები