ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წიგნის პრეზენტაცია: „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“

ღონისძიებები

24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“ პრეზენტაცია (იხ. http://manuscript.iliauni.edu.ge/).

წიგნთან ერთად ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-14 საუკუნის ქართული ხელნაწერის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი.

უორდროპების ონლაინკოლექცია (WCO) შეიქმნა ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი მეთოდოლოგიით. ხელნაწერები განთავსებულია noSQL მონაცემთა ბაზაში და უკავშირდება ბოდლეს ციფრულ ბიბლიოთეკაში განთავსებულ ფოტომასალას IIIF მანიფესტის გამოყენებით, იხ. https://iiif.io/

პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ განხორციელებული პროექტი ქართული ხელნაწერების პირველი ონლაინრესურსია, რომელიც თანამედროვე ციფრული ჰუმანიტარიის ამ უახლესი მეთოდოლოგიით მომზადდა და ინტეგრირებულია ციფრული ჰუმანიტარიის ევროპული ასოციაციის (EADH) პორტალზე, იხ.https://bit.ly/3EHaQWt).

წიგნის რედაქტორები, ნინო დობორჯგინიძე და თამაზ კოჭლამაზაშვილი ისაუბრებენ ქართული და საქართველოში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში დანერგილ სასწავლო და კვლევით პროგრამებზე, ასევე იერუსალიმის ტიპიკონის ტექსტოლოგიურ საკითხებზე.

შეხვედრის ბმული

Join Zoom Meeting https://bit.ly/3gze2tE
Meeting ID: 852 9924 6803

დრო: 24 ნოემბერი, 18:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

2022

 

ბანერები