ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი: „ვაფასებთ დემოკრატიას: რატომ და როგორ? “

ღონისძიებები

4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ვორკშოპი თემაზე: „ვაფასებთ დემოკრატიას: რატომ და როგორ?“ (Measuring Democracy: Why and How?),  რომელსაც გაუძღვება ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევარი, მაილი ვილსონი. ვორკშოპი  ჩატარდება ღონისძიების - „ესტონეთის დღეები საქართველოში“ - ფარგლებში.

ჩვენ მოგვწონს ყველაფრის და ყველას კლასიფიკაცია თუ კლასებად დაყოფა. მაგალითად, ვამბობთ: 5 საუკუთესო ქვეყანა მსოფლიოში, 10 საუკეთესო   წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო ამ ზაფხულს.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ასეთი კლასიფიკაცია გასართობია; ბევრზე პოლიტიკური გავლენა შეინიშნება; ბევრშიც წმინდა თეორიულ ასპექტებსაც უჭირავს თავისი წილი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თავსუფლების სახლის თავისუფლება მსოფლიოში ან საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი. 

სემინარზე განხილულ იქნება აკადემიური თუ პოლიტიკური ინტერესი, რომელიც დგას იმ კლასიფიკაციის პრაქტიკის მიღმა, რომელსაც იყენებენ მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოები; წარმოდგენილი იქნება   მსოფლიოში ცნობილი დემოკრატიული ინდექსები და მონაწილეებს   საშუალება მიეცემათ, წარმოადგინონ დემოკრატიის საკუთარი ინდექსი.

მომხსენებლის შესახებ

მაილი ვილსონი გახლავთ დოქტორანტი მეცნიერ-მკვლევარი ტარტუს უნივერსიტეტის იაჰან სკიტის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში და ამავე უნივერსიტეტის ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შემსწავლელ ცენტრში (CEURUS). მისი მთავარი საკვლევი სფეროებია ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია.

სამუშაო ენა: ინგლისური 

დრო: 4 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/forms/NQOBlfrptACvc2l83

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები