ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები, კომუნიკაცია და კულტურა – რაზე ვსაუბრობთ?“

ღონისძიებები

17 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში  გაიმართება ინტერაქტიული ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები, კომუნიკაცია და კულტურა – რაზე ვსაუბრობთ?“.

ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა ახასიათებს ბიზნესს ავსტრიასა და საქართველოში დღეს;
  • რა გავლენას ახდენს საერთაშორისო მოვლენები და კულტურული განსხვავებები ბიზნესზე;
  • რა უნდა გავითვალისწინოთ ინტერკულტურული კომუნიკაციის დროს კორპორაციულ კონტექსტში;
  • როგორია მუშაობის ავსტრიული სტილი და რას ფიქრობენ ახალგაზრდა პროფესიონალები საქართველოში.

მომხსენებლები:

პროფესორი ალექსანდერ ბურკა (PhD, M.A.) – ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესკომუნიკაციის პროფესორი. უძღვება  საერთაშორისო კომპეტენციების, ინტერკულტურული მენეჯმენტის კურსებს. აქვს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში მუშაობის 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება.

პროფესორი ნინა ტრინკლი – ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის დირექტორი. ხელმძღვანელობს კურსებს სტრატეგიულ მენეჯმენტში, საერთაშორისო მარკეტინგსა და კვლევის მეთოდებში. აქვს 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება როგორც უმაღლეს განათლებაში, ისე სამომხმარებლო მარკეტინგის, სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის მიმართულებით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17 აპრილი, 19:00-21:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები