ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლასა და გლობალურ ჰაკათონს უმასპინძლებს

ღონისძიებები

20-29 აპრილს საქართველოში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მუსხელიშვილის ინსტიტუტთან პარტნიორობით უმასპინძლებს ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლასა და გლობალურ ჰაკათონს.

„g.tec Neurotechnology Spring School“ ნეიროტექნოლოგიების სფეროში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელმაც 2025 წელს 140 ქვეყნიდან 90 000-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა. სტუდენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაესწროს 100-ზე მეტი საათის ხანგრძლივობის საერთაშორისო ექსპერტთა ონლაინლექციებს ინგლისურ ენაზე და ჩაერთოს გლობალურ ჰაკათონში.

საგაზაფხულო სკოლის თემებია:

  • EEG და ECoG სიგნალების დამუშავების საფუძვლები;
  • ინვაზიური ნეირომოდულაცია და ქსელის დონის მაპინგი;
  • მანქანური სწავლება და კოგნიტური BCI-ები (ტვინის კომპიუტერული ინტერფეისები);
  • EEG–TMS და პერტურბაციული ნეირომეცნიერება;
  • რეალურ დროში სისტემების იმპლემენტაცია და VR/XR ინტეგრაცია;
  • კლინიკური ნეირორეაბილიტაცია და ტრანსლაციური BCI თერაპია;
  • ნეიროფიზიოლოგიური ბიომარკერები პროგნოზირებისა და დიაგნოსტიკისთვის;
  • High-gamma მაპინგი და ფუნქციური ნეიროქირურგია.

აღნიშნული თემები განსაკუთრებით დააინტერესებთ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, ბიომედიცინის, ასევე კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებების სტუდენტებსა და ამ სფეროს პროფესიონალებს. პროგრამის დასრულების შემდეგ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ „Neurotechnology Spring School 2026“-ის სერტიფიკატი.

ლექციების დეტალური განრიგი ხელმისაწვდომია სარეგისტრაციო ბმულზე.

BR41N.IO ნეიროტექნოლოგიური ჰაკათონი

25-26 აპრილს გაიმართება BR41N.IO-ს ნეიროტექნოლოგიური ჰაკათონი, რომელიც გააერთიანებს დეველოპერებს, ინჟინრებს, მეცნიერებს, სტუდენტებსა და დიზაინის სფეროს სპეციალისტებს. გუნდები იმუშავებენ ინოვაციურ პროექტებზე ტვინის კომპიუტერული ინტერფეისების მიმართულებით და შექმნიან პრაქტიკულ შემოქმედებით გადაწყვეტილებებს.

ჰაკათონი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  1. კომპიუტერული თამაშები – BCI ტექნოლოგიის გამოყენებით კომპიუტერული თამაშების შექმნა, რომელთა მომხმარებელი პროცესს ტვინის აქტივობით მართავს.
  2. პროგრამული და ხელოვნების პროექტები – ინტერაქტიული აპლიკაციების, ექსპერიმენტული ინსტალაციების ან კრეატიულ გამოცდილებათა შექმნა, რომლებიც აერთიანებს ნეიროტექნოლოგიასა და ხელოვნებას.
  3. მონაცემთა ანალიზი – EEG/BCI მონაცემთა ანალიზი, სიგნალების დამუშავება, მანქანური სწავლების მოდელების შექმნა და სხვადასხვა ნეიროფიზიოლოგიური მახასიათებლის გამოვლენა.

ჰაკათონში მონაწილე გუნდებს ადგილზე დახვდებათ ტვინის აქტივობის ჩასაწერი რამდენიმე მოწყობილობა (EEG).
თითოეული მიმართულებისთვის განსაზღვრულია საპრიზო ფონდი:

  • პირველი ადგილი – $1000;
  • მეორე ადგილი – $600;
  • მესამე ადგილი – $400.

კომპანია Lenovo შერჩეული გუნდისთვის უზრუნველყოფს 5,000 ლარის საპრიზო ფონდს, რომელიც გადაეცემა ვაუჩერების სახით და თანაბრად გაუნაწილდება გუნდის თითოეულ წევრს.

ღონისძიების პარალელურად ჩატარდება ქართველი სპეციალისტების ვორკშოპები და სადისკუსიო პანელები ქართულ ენაზე. ჰაკათონის მონაწილეებისთვის მენტორობა და მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.

სარეგისტრაციო ბმული: https://qrco.de/br41n

სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული

(ლექციები – ინგლისურად, ვორკშოპები – ქართულად)

დრო: 20-29 აპრილი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


ღონისძიებები

ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლის გახსნის ცერემონია
20 აპრილს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლის გახსნის ცერემონია.
მონაწილეები შეხვდებიან ორგანიზატორებს, მოისმენენ მისასალმებელ სიტყვებს, ხოლო 11:00 საათზე დაიწყება საერთაშორისო ლექციები.
დრო: 20 აპრილი, 10:00 საათიდან
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორია, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3


ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლა – ლექცია „ნეირომეცნიერებისა და Brain-Computer Interface-ის საფუძვლები“

21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია „ნეირომეცნიერებისა და Brain-Computer Interface-ის საფუძვლები“.
დრო: 21 აპრილი, 17:00-19:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორია, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3
სპიკერები:ანა მელიშვილი – InsightLabs
ნიკა კოღუაშვილი – Synapse Code


ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლა — ლექციები „EEG მონაცემები“ და „ხელოვნური ინტელექტი“

22 აპრილს, 18:00-20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ლექციები EEG მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.
დრო: 22 აპრილი, 18:00-20:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორია, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3

    • 18:00-19:00 – ემოციის ამოცნობის გაუმჯობესება: EEG შეფასება და AI მოდელები
      • სოფი ქათამაძე – მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი
    • 19:00-20:00 – AI მოდელების გამოყენების გამოწვევები EEG მონაცემებზე
      • რაფაელ კალანდაძე – მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი

ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლა – ლექცია და ვორკშოპი EEG და ნეირომარკეტინგის შესახებ

23 აპრილს, 18:00-21:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია და პრაქტიკული ვორკშოპი EEG სიგნალის დამუშავების შესახებ.
დრო: 23 აპრილი, 18:00-21:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორია, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3

  • 18:00-19:00 – BCI და ნეირომარკეტინგი: კვლევა მომხმარებლის ქცევაზე
    • მარია ტარიელაშვილი, ელენი ლალიაშვილი – InsightLabs
  • 19:00-21:00 – EEG სიგნალის დამუშავების ვორკშოპი (ნაწილი 1)
    • ლუკა ნადირაძე, ელენი ლალიაშვილი – InsightLabs

ნეიროტექნოლოგიების საგაზაფხულო სკოლა – EEG სიგნალის დამუშავების ვორკშოპი (ნაწილი 2)

24 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება EEG სიგნალის დამუშავების ვორკშოპის მეორე ნაწილი.
დრო: 24 აპრილი, 19:00-21:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

სპიკერები

  • ლუკა ნადირაძე, ელენი ლალიაშვილი – InsightLabs

 

2026

ბანერები