ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ღონისძიებები

17 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

დღის წესრიგი:

  •  კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“  მეექვსე ტურის გამარჯვებულთა დაჯილდოება;
  •  იტალიურ-ქართული სასწავლო ონლაინლექსიკონის წარდგენა.

ლექსიკონი შეიქმნა იტალიურ გამომცემლობა „ძანიკელისთან“ თანამშრომლობით.

გამოცემის წარდგენაში მონაწილეობას მიიღებს „ძანიკელის“ რედაქტორი, დოქტორი ჯონ ჯონსონი.

სამუშაო ენები: ქართული, იტალიური, ინგლისური

დრო: 17 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები