


ვებინარი „ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენცია“
ღონისძიებები
22 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენცია“.
მომხსენებელი – პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თანამონაწილეები – დავით ოთიაშვილი და ზვიად ზალიკიანი;
მოდერატორი – ირმა კირთაძე.
დრო: 22 ივნისი, 16:00 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/38hSvlj
Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3QrZt8B
2022 წელი