ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარების სერია: ადიქციის კვლევები – თეორია და პრაქტიკა

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ საგაზაფხულო ვებინარების სერიას „ადიქციის კვლევები: თეორია და პრაქტიკა”.

ვებინარები ეხება ადიქტოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური თემების განხილვას თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით.

ვებინარები ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ. მონაწილეობისთვის საჭირო წინასწარი რეგისტრაცია და დასწრების სასურველი ფორმატის მითითება. ვებინარზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველები მიიღებენ ინფორმაციას ღონისძიების ჩატარების ადგილმდებარეობაზე, ხოლო ღონისძიებაზე ონლაინ დასწრების მსურველები – შეხვედრის ბმულს.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/38hSvlj


განრიგი

კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები

ვებინარის მომხსენებელი – ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანამონაწილეები – ირმა კირთაძე და ზვიად ზალიკიანი

მოდერატორი – პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დრო: 1 ივნისი, 18:00-19:00

ვრცლად: https://bit.ly/3M6wnZ7
_____________________________________________________________________________________________

ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა მიერ შესრულებული უახლესი კვლევები: ნარკოვითარება საქართველოში, ნარკოტიკების მოხმარება ღამის ცხოვრებაში და კოვიდის პირობებში

ვებინარის მომხსენებლები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები:

  • სათემო ალიანსის პროგრამის მენეჯერი ადა ბესელია;
  • დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარი თამარ მღებრიშვილი;
  • იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები – ირაკლი ნაცვლიშვილი და ლევან სალამაძე.

თანამონაწილეები  ზვიად ზალიკიანი, ირმა კირთაძე, ჯანა ჯავახიშვილი

მოდერატორი  ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დრო: 8 ივნისი, 18:00-19:00

ვრცლად: https://bit.ly/3xpdzQw

_____________________________________________________________________________________________

ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები

ვებინარის მომხსენებლები

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე ლელა სტურუა
  • ბუპრენორფინის ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე;
  • სათემო ალიანსის პროექტ „მანდალას“ ხელმძღვანელი თემურ ხატიაშვილი.

ვებინარის თანამონაწილეები  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – ირმა კირთაძე, დავით ოთიაშვილი, ჯანა ჯავახიშვილი

მოდერატორი – ზვიად ზალიკიანი

დრო: 15 ივნისი, 18:00-19:00

ვრცლად: https://bit.ly/3MNnuUi
_____________________________________________________________________________________________

ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარების პრევენცია

ვებინარის მომხსენებელი – პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

თანამონაწილეები  დავით ოთიაშვილი და ზვიად ზალიკიანი;

მოდერატორი  ირმა კირთაძე.

დრო: 22 ივნისი, 16:00-17:00

ვრცლად: https://bit.ly/3tBCC0e
_____________________________________________________________________________________________

საჯარო ლექცია და ვებინარის „სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება სამკურნალოდ – საერთაშორისო გამოცდილება“ ლაივსთრიმი

დრო: 1 ივლისი, 15:00 საათი

მომხსენებელი – კირსტენ მიულერ-ვალი, ნევროლოგ-ფსიქიატრი, ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორი

მოდერატორი  ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  

ვრცლად: https://bit.ly/3xGgGT2

2022 წელი

ბანერები