ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ვებინარი „ადიქციის კვლევების პროგრამის კურსდამთავრებულთა უახლესი კვლევები – ნარკოვითარება საქართველოში, ნარკოტიკების მოხმარება ღამის ცხოვრებაში და კოვიდის პირობებში“

ღონისძიებები

8 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა მიერ შესრულებული უახლესი კვლევები: ნარკოვითარება საქართველოში, ნარკოტიკების მოხმარება ღამის ცხოვრებაში და კოვიდის პირობებში“.

მომხსენებლები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები:

  • სათემო ალიანსის პროგრამის მენეჯერი ადა ბესელია;
  • დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარი თამარ მღებრიშვილი;
  • იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები – ირაკლი ნაცვლიშვილი და ლევან სალამაძე.

თანამონაწილეები – ზვიად ზალიკიანი, ირმა კირთაძე, ჯანა ჯავახიშვილი

მოდერატორი – ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დრო: 8 ივნისი, 18:00-19:00

ფორმატი: ჰიბრიდული, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია. 

სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/38hSvlj

Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3mkh5Fk

2022 წელი

ბანერები