


ვებინარი „ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები“
ღონისძიებები
15 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები.
ვებინარის მომხსენებლები
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე ლელა სტურუა;
- ბუპრენორფინის ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმძღვანელი ქეთევან სიხარულიძე;
- სათემო ალიანსის პროექტ „მანდალას“ ხელმძღვანელი თემურ ხატიაშვილი.
ვებინარის თანამონაწილეები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები – ირმა კირთაძე, დავით ოთიაშვილი, ჯანა ჯავახიშვილი
მოდერატორი – ზვიად ზალიკიანი
დრო: 15 ივნისი, 18:00 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/38hSvlj
Live - ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3xpcarX
2022 წელი