ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

USAID/საქართველოსა და ილიაუნის ერთობლივი კონფერენცია „2020 წლის წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმოხილვა“

ღონისძიებები

16 და 18 დეკემბერს USAID/საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „2020 წლის წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმოხილვა“.

კონფერენციის მიზანია წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების, მკვლევრების, საერთაშორისო ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევებისა და ეგზიტპოლების მეთოდოლოგიური ასპექტების განხილვა და წინასაარჩევნო გარემოს დახასიათება. 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კვლევითი კომპანიები – Edison Research და Ipsos, ასევე საქართველოში მოქმედი კვლევითი ორგანიზაციები: ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი (ACT), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) და ანოვა (ANOVA, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, USAID საქართველოს მისიის წარმომადგენლები, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციისა (AAPOR) და მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (WAPOR) ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი მაიკლ ტრაუგოტი, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (AAPOR) ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი პიტერ მილერი, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (AAPOR) ყოფილი პრეზიდენტი და Pew Research ცენტრის უფროსი კვლევითი მრჩეველი სკოტ კიიტერი,  The Associated Press-NORC Center for Public Affairs Research-ის ვიცე-პრეზიდენტი ტრევორ ტომპსონი.

კონფერენციის მხარდამჭერია USAID-ის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (USAID GGI).

კონფერენციის დრო: 2020 წლის 16 და 18 დეკემბერი, 17:00-19:30

კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით და  მისი ლაივტრანსლირება იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე. 

სწრაფი ბმულები

ბანერები