ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

USAID/საქართველოსა და ილიაუნის ერთობლივი კემპუს ლექცია: Conversation with Pollsters

ღონისძიებები

21 დეკემბერს USAID/საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება კემპუს ლექცია „Campus Discussion: Conversation with Pollsters“.    

ლექცია  სტუდენტებს საშუალებას აძლევს , შეხვდნენ საერთაშორისო მკვლევრებსა და საქართველოში მოქმედ წამყვან კვლევით ორგანიზაციებს და მათთან განიხილონ წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლების მეთოდოლოგიური და ეთიკური სტანდარტები.

 ლექციაში მონაწილეობას მიიღებენ  ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი (ACT), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC), სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) და ანოვა (ANOVA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, USAID საქართველოს მისიის წარმომადგენლები, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციისა (AAPOR) და მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (WAPOR) ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი მაიკლ ტრაუგოტი და ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (AAPOR) ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი პიტერ მილერი.

ლექციას მხარდაჭერას უწევს USAID-ის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (USAID GGI).  

ლექცია გაიმართება დისტანციურად, პლატფორმა ზუმის საშუალებით და მისი ლაივტრანსლირება იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე. 

სწრაფი ბმულები

დრო: 21 დეკემბერი, 17:00 – 19:00 საათი   

2020 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები