ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტრენინგკურსი EDUCATE THE EDUCATORS

მოკლე აღწერა:

ტრენინგკურსი Educate the Educators განკუთვნილია სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის, რათა მათ შეძლონ სამეწარმეო სწავლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გაიზიარონ ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ პრაქტიკული რჩევები.

მოდულის „მოსაზრებები სამეწარმეო განათლებაზე“ ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, როგორ გეგმავენ სამეწარმეო განათლების პრინციპების სასწავლო გეგმაში ასახვას და რა წინააღმდეგობებისა თუ გამოწვევვების წინაშე დგანან.

ტრენინგზე მონაწილეები მენტორისგან მიიღებენ რჩევებსა და შესაბამის მითითებებს, რომლებიც მათ გაუადვილებს სასწავლო მეთოდოლოგიაში ცვლილებების ასახვას.

ტრენინგი ინტერაქციული ხასიათისაა და დატვირთულია სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობით, რაც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება, განივითარონ სამეწარმეო სწავლებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ტრენინგს გაუძღვება ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მაირი ტრელფოლი.

დრო: 8 ივლისი, 09:30-17:00

სამიზნე აუდიტორია:

უნივერსიტეტის სხვადასხვა სფეროს დისციპლინების სასწავლო პერსონალი, რომელსაც სურს სამეწარმეო განათლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა-ასახვა.

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://forms.gle/sT7KKQT4KqDpyjj69

რეგისტრაციის ვადა: 4 ივლისი, 17:00

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები