ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს

ღონისძიებები

28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორები ზურაბ რატიანი და ელინა ბაქრაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს.

17:00 საათზე პროფესორი ზურაბ რატიანი – ლექციას „კვანტური კომპიუტერების ფიზიკური მოდელები“.

  • განიხილავს კვანტური კომპიუტერის კომპონენტების ერთ-ერთი შესაძლო ფიზიკურ- რეალიზაციას.

 17:40 საათზე პროფესორი ელინა ბაქრაძე წაიკითხავს ლექციას „წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მონიტორინგი და გამოწვევები”.

  • მსმენელი გაეცნობა ინფორმაციას საქართველოში გარემოს (წყლის, ჰაერის, ნიადაგის) დაბინძურების მონიტორინგის შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 28 ივნისი, 17:00 საათი, 17:40 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები