ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„თამაშების შექმნის საწყისები“ – ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის

სემინარები

27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“.

 
კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე.

► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

კურსი განკუთვნილია  IX-XII კლასების მოტივირებული  მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, რომელთაც აინტერესებთ თამაშების შექმნის ინდუსტრია.

 წინაპირობა: ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომლითაც შესაძლებელია ძრავის ეფექტურად გამოყენება. ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ აქ:

  • OS: Windows 7/8/10 64-bit or Mac OSX Sierra
  • CPU: Quad-core Intel or AMD processor. 2.5 GHz or faster
  • RAM: 8 GB
  • GPU: NVIDIA GeForce 470 GTX or AMD Radeon 6870 HD series card or higher
  • Video Card/DirectX Version: DirectX 11 or Directx 12 compatible graphics card
  • For storage purposes, fast SSDs are good

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 21 თებერვლისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/j9hwRFy1Zkq3Vq5M9

ტრენინგების ჩატარების დრო:

შაბათი– 14:00 საათი

ოთხშაბათი–17:00 საათი

Სულ ჩატარდება 16 , თითო 1,5-2 საათის ხანგრძლივობის შეხვედრა.

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი შამუგია, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი

შენიშვნები: კურსის ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გაცდენილი ლექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 20 %-ს.

 შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 25 თებერვლისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge

 

 

 

 

 

 


ბანერები