ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სხვა არქიტექტურა - გამოფენა და სიმპოზიუმი

ღონისძიებები

3-5 მაისს, 10:00-დან 21:00 საათამდე, გალერეაში „არტარეა“ დანიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გიწვევთ ღონისძიებათა კვირეულზე: „სხვა არქიტექტურა - გამოფენა და სიმპოზიუმი“, რომელიც მოიცავს სემინარებს, დისკუსიებს, გამოფენას.

ღონისძიებათა განრიგი

დრო: 3-5 მაისი, 10:00-21:00 საათი

გამოფენა: „Another Architecture' - an exhibition of explorative and evolving architectural propositions for Tbilisi, Georgia“ („მორიგი“ არქიტექტურა - თბილისის კვლევითი და განვითარებადი არქიტექტურული პროექტების გამოფენა).

თემატიკა: გამოფენაზე წარმოდგენილია საცხოვრებელი შენობების, ბაზრების, ქალაქის შენობებისა თუ ინფრასტრუქტურის ტიპოლოგიათა ფართო ნაირსახეობა, თუმცა, უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია არქიტექტურის პოლიტიკურ თუ სოციალურ პოტენციალზე.   

დრო: 3 მაისი, 18:00 საათი

პრეზენტაცია: „დაპროექტების მნიშვნელობა ურბანული განვითარებისთვის“

თემატიკა: თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მნიშვნელობაზე პროექტთა შედგენისა და საქართველოს პოლიტიკაში მოლაპარაკებათა წარმოების ხელოვნება

მომხსენებლები: „აქსისის“ დეველოპერები

დრო: 4 მაისი, 19:30 საათი

დისკუსია: „პაემანი შენს კარიერასთან“

თემატიკა: როგორ იღებენ ქალები დამოუკიდებლობასა და ძალაუფლებას საქმიან სამყაროში?“

მომხსენებელი: კენდრა რეიდი

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/events/

დრო: 4 მაისი, 19:30

სემინარი: „Pickling in Samgori - როგორია არაფორმალური ბაზრის სამომავლო განვითარების პერსპექტივა?

თემატიკა: სემინარი ფორმალური და არაფორმალური ეკონომიკის გაერთიანების შესაძლებლობაზე

მომხსენებლები: ზენდერ როდენი, საქალაქო დაგეგმარების, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები

დრო: 5 მაისი

პანელური დისკუსია: „არქიტექტურული სააგენტო“

თემატიკა:  საქალაქო არქიტექტურის მდგომარეობის კვლევა, არქიტექტურული პროექტთა დროებითობის პრობლემა და არქიტექტურული სააგენტოს „გამოწვევა“.
პანელური დისკუსიის მიზანია  კრიტიკული დისკუსიების გამართვა გამოფენის სხვადასხვა თემის გარშემო, ყურადღების გამახვილებით არქიტექტურულ პოტენციალზე  თბილისის უბრანული, პოლიტიკური და სოციალური გარემოს გამდიდრებაში. დისკუსიის მთავარი თემებია:

  • საქალაქო არქიტექტურა - თბილისის განსაკუთრებული გარემოს გათვალისწინებით, მთავარი მიზანს წარმოადგენს იმ ძალების გაცნობა-შესწავლა, რომლებიც თამაშობს მთავარ როლს საქალაქო არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, ასევე იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა გარეგანი ზეწოლის პირობებში და იმ გზების პოვნა, რომლებიც მოქალაქეებს  უფრო მეტად ჩართავს საქალაქო არქიტექტურის განხორციელების პროცესში;
  • წარმავალი/დროებითი არქიტექტურა - იმის გათვალისწინებით, რომ არქიტექტურული ნაგებობები წარმავალია, მთავარ მიზანს წარმოადგენს ფორმალურობასა და არაფორმალურობას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების კვლევა და ბაზარზე არსებული სხვადასხვა მოთხოვნილებების მხედველობაში მიღება.
  • არქიტექტურული სააგენტო - მთავარ მიზანს წარმოადგენს თბილისის არქიტექტურული სააგენტოს როლის კვლევა, იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ამ როლის გაზრდა და გამოფენაზე წარმოდგენილი სტრატეგიებთან დაკავშირებით დისკუსიების გამართვა.

მომხსენებლები: ლევან ასაბაშვილი (ურბან რეაქტორი), ლევან კალანდარიშვილი (თბილისის არქიტექტურული ფორუმი / ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი), გიორგი გაბუნია (მრჩეველი მდგრადი განვითარების საკითხებში, (ქ. თბილისის მერია), დავით ასანიძე (მიწის გამოყენების მენეჯმენტი, ქ. თბილისის მერია), ანა გულიაშვილი (ურბანული მენეჯმენტი და განვითარება, ქ. თბილისის მერია  / არქიტექტურული ფორუმი), ნათია ნებიერიძე (სტუდია CAMPUS / ნამდვილი ლაბორატორია მომავალი ურბანული დაგეგმარების ექსპერტებისთვის).

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ბანერები