ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური გამოფენა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ამავე ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს იწვევს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

გამოფენა გაიმართება 24 დეკემბერს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი პროგრამის სტუდენტებს. 

აქვე გაცნობებთ, რომ 2018-19 სასწავლო წლიდან ამოქმედებული სტიპენდიის გაცემის ახალი წესის თანახმად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტების მონაწილეობა გამოფენებში შეფასდება 4 ქულით. 

გამოფენაზე დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური ნამუშევრის წარდგენა. 

მსურველებს გთხოვთ, თქვენი ნამუშევრები წარმოადგინოთ D609 ოთახში 15 დეკემბრამდე. 

გამოფენა გაიმართება B201 აუდიტორიაში.

გამოფენის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორის თანაშემწეს, თამარ ხარბედიას (ელფოსტა: tamar.kharbedia@iliauni.edu.ge; ოთახი D609).

ბანერები