ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორების, ლარი დაიმონდის და სტივ კრასნერის, საჯარო ლექცია

ღონისძიებები

27 მარტს, 15:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, მოხსენებებს წაიკითხავენ
ლარი დაიმონდი (Larry Diamond)სტივ კრასნერი (Stephen D. Krasner) და გია ნოდია.

მოდერატორი: დავით აფრასიძე

თემა: დემოკრატია და სახელმწიფოს მშენებლობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: სად ვართ 25 წლის შემდეგ (Democracy and State-Building in the Post-Soviet Realm:Where We Stand Twenty-Five Years Later)

შეხვედრა იმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) ერთობლივი კონფერენციის- „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში"- ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" (OSGF), საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO Public Diplomacy Division) მხარდაჭერით. 

ლარი დაიმონდის შესახებ

ლარი დაიმონდი (Larry Diamond)  უფროსი მკვლევარია Hoover Institution-ში და სტენფორდის უნივერსიტეტში (Freeman Spogli Institute for International Studies) ხელმძღვანელობს დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრს (CDDRL).

ლარი დაიმონდი გახლავთ Journal of Democracy-ს დამფუძნებელი თანარედაქტორი და International Forum for Democratic Studies of the National Endowment for Democracy-ს უფროსი კონსულტანტი.

სტივ კრასნერის შესახებ

სტივ კრასნერი (Stephen D. Krasner)  უფროსი მკვლევარია Hoover Institution-ში  და სტენფორდის 
უნივერსიტეტში (Freeman Spogli Institute for International Studies). ასევე, სტენფორდის უნივერსიტეტის (Graham H. Stuart) საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია.

სტივ კრასნერი სხვადასხვა წლებში ასწავლიდა როგორც ჰარვარდის, ასევე კალიფორნიის უნივერსიტეტებში. ის ფლობს  ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში.

ლარი დაიმონდს და სტივ კრასნერს მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 

შეხვედრაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. დასწრება თავისუფალია.
დრო: 27 მარტი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. №32

იხილეთ საჯარო ლექციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია

 


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები