ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შვეიცარიელი პროფესორის, პატრიკ სერიოს, ვორკშოპი და წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ვორკშოპი და წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც გაუძღვება ლოზანის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ემერიტირებული პროფესორი, პატრიკ სერიო.

ვორკშოპის თემაა სტრუქტურალიზმის ინტელექტუალური საფუძვლები 1920-30-იანი წლების ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში. თემა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეხება როგორც კულტურისა და აზროვნების ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს, ასევე რეგიონს, რომელსაც საქართველოც ეკუთვნის. როგორც ეპოქა, ისე რეგიონი, საჭიროებს ჩაღრმავებულ მეცნიერულ შესწავლას, რასაც გვთავაზობს კიდეც პატრიკ სერიოს მონოგრაფია "სტრუქტურა და მთლიანობა". მისი ქართული თარგმანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა სერიისათვის "მოდერნულობის ისტორია და თეორია" (მე-8 ტომი).

ვორკშოპზე პრეზენტაციას გააკეთებს თავად პროფ. სერიო; სიტყვით გამოვლენ ასევე სერიის რედაქტორი პროფ. გიგა ზედანია და წიგნის მთარგმნელი პროფ. თინათინ ბოლქვაძე.

დრო: 2 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები