ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შვეიცარიელი პროფესორების სემინარი თემაზე: ევროპის ისტორია და მომავალი

ღონისძიებები

23 მაისს, 15 :00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის“ მხარდაჭერით, გაიმართება სემინარი თემაზე: „ევროპის ისტორია და მომავალი“. სემინარს გაუძღვებიან ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორები, ქრისტიან ჯორდანო და ზიგფრიდ ვაისლაინი.

მომხსენებელთა შესახებ

ქრისტიან ჯორდანო შვეიცარიელი ანთროპოლოგი და სოციოლოგი, ფრიბურგის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია. 2002 წელიდან იგი აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორისაა: „მსოფლიო ხედვა, პოლიტიკური ქცევა და ეკონომიკა პოსტკომუნისტური ტრანზიციის პროცესში (I-II) (1993 წ.), „ანთროპოლოგია და ეთიკა“ (1994 წ.), “პოლიტიკის ანთროპოლოგია შინ I-II“ (1999 წ.)“ ინტერეთნიკური ურთიერთობები და პოლიტიკის მულტიკულტურალიზმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის“ (2005 წ.) და სხვა.

ზიგფრიდ ვაისლაინი 2006 წლიდან ფრიბურგის უნივერსიტეტში ევროპული შვეიცარიის თანამედროვე ისტორიის პროფესორია, 2014 წელიდან კი ამავე უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორია. მისი კვლევითი ინტერესების სფეროებია: გერმანიისა და ევროპის ისტორია XIX-XX საუკუნეებში, პოლიტიკური კულტურის ისტორია, ნაციონალიზმი და რეგიონალიზმი, ცივი ომის კულტურული ისტორია და ა.შ. ზიგფრიდ ვაისლაინის კვლევით პროექტებს მიეკუთვნება „ფედერალიზმის პოლიტიკური იკონოგრაფია“ (2012-2014 წწ.), „ისტორიის მისია, გლობალიზაცია და ცოდნის ტრანსფერი“ (2015-2018 წწ.), „ცივი ომი, როგორც პოლიტიკური წარმოსახვა“ (2014-2017წწ.). პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია: „Nationalbewegungen und Nationalismus in Europa“.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 23 მაისი, 15 :00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები