ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

შეხვედრა დირკ ვიზესთან – „გერმანია და საქართველო – შვაბი ემიგრანტებიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობამდე“

ღონისძიებები

14 მაისს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა და დისკუსია გერმანიის პარლამენტის წევრთან, დირკ ვიზესთან თემაზე: „გერმანია და საქართველო – შვაბი ემიგრანტებიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობამდე. საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის 200 წელი“.

საქართველოსა და გერმანიას დიდი ხნის ისტორია აკავშირებს დაწყებული მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოსული შვაბი ემიგრანტებიდან დღემდე. ორ ქვეყანას შორის ასეთ მჭიდრო და ნდობით აღსავსე ურთიერთობებს მათი მოქალაქეების აქტიურობასა და ინტერესსაც უნდა ვუმადლოდეთ. გერმანიის მთავრობის კოორდინატორს რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის პარტიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებში და გერმანიის პარლამენტის წევრს, დირკ ვიზეს, სურს, საქართველოში ვიზიტის დროს ესაუბროს ახალგაზრდებს ამ განსაკუთრებულ ურთიერთობათა შესახებ და გაამხნეოს, რათა გაღრმავდეს გერმანელებსა და ქართველებს შორის არსებული კავშირები.

შეხვედრაზე იგი იწვევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე ყველას, ვინც დაინტერესებულია გერმანიით.

ღონისძიების ფორმატი აზრთა გაზიარების, შეკითხვების დასმისა და სტუმართან გერმანიისა და საქართველოს შესახებ გასაუბრების საშუალებას იძლევა.

მომხსენებლის შესახებ

დირკ ვიზეს დამთავრებული აქვს მარბურგისა და მიუნსტერის უნივერსიტეტები სამართალმცოდნეობის განხრით.

2013-დან გერმანიის პარლამენტის წევრია სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან; 2017-2018 წწ. მუშაობდა საპარლამენტო სახელმწიფო მდივნად გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურ სამინისტროში; 2018 წლიდან გერმანიის მთავრობის კოორდინატორია რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის პარტიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებში; 2018 წლიდან არის კვებისა და სოფლის მეურნეობის საპარლამენტო კომიტეტის წევრი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები